თეგი: ძლიერი წვიმა

ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.

ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს ქალაქში ასეთი ვითარებაა, რადგან წყლის სატუმბი სადგურები გაუმართავად მუშაობს. ფოთის მერიის განცხადებით, უამინდობის შედეგად ქალაქში პრობლემები მოსახლეობას არ შექმნია და ამ დროისთვის ზარალი არ ფიქსირდება, ამასთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური.  

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამის შესახებ ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი. „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.  მიმდებარეობს ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.